Monday, April 12, 2010

ეიფელის კოშკი


1. პროექტის სახელი: ეიფელის კოშკი

2. პროექტის მიზანი: ალექსანდრე გუსტავ ეიფელის ბიოგრაფიისა და მის მიერ აგებული ეიფელის კოშკის გაცნობა. ინტერნეტის მეშვეობით ფოტომასალის მოძიება.

3. პროექტის სრული აღწერა: ეიფელის კოშკის შესახებ ინფორმაციის მოპოვებით და ამ ისტორიული სასწაულის, რომელსაც ფრანგები უწოდებენ „რკინის ჯადოქარს“, გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გაიგებენ,რომ ეს რკინის კონსტრუქცია ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს და მას კომპასივით იყენებენ. მის შესაღებად 60 ტონა საღებავია საჭირო. მას დღესასწაულებზე 20000 ნეონის ნათურას უყენებენ, რათა უფრო კაშკაშა გამოჩნდეს. ეიფელის კოშკისამი იარუსისგან შედგება, აქედან პირველზე არაფერია განთავსებული, მეორე იარუსზე არის რესტორანი „ჟიულ ვერნი“, რომელიც ძვირადღირებულია და მასში წინასწარი შეკვეთით თუ მოხვდებით, ხოლო მესამე იარუსზე არის ბარი, სუვენირების მაღაზია და გუსტავ ეიფელის ოფისი. ასევე მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან გუსტავ ეიფელის ბიოგრაფიას.

4. ასაკი: 17 წელი

5. ვადების ხანგრძლივობა: ერთი თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებულ მასალაზე დისკუსიის გამართვა, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეისწავლეს გუსტავ ეიფელის ბიოგრაფია და უკეთ გაიგეს „ეიფელის კოშკის“ არსებობა.

8.სარგებელი სხვებისთვის: მოპოვებული და შესწავლილი მასალის სხვებისთვის გაზიარება.

9. სამუშაო ენა: ფრანგული

10.საგნობრივჯგუფთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია

11.პროექტის ფასილიტატორი: ნანა კაცაძე

12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: www. nana.kacadze@gmail.com


ჩემი პორტფოლიო


წელიწადის 4 დრო